ვლადიმერ ვაისი: შესაძლოა, უელსთან მატჩი ჩვენი ჯგუფიდან გასვლის ბოლო შანსია...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა უელსთან მატჩამდე დღეს ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, ჩვენი ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრას კარდიფში უელსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

"უელსი ძლიერია გუნდია. რა თქმა უნდა, ჯო ალენისა და აარონ რემსის არყოფნა გუნდისთვის დიდი დანაკლისი იქნება, რამეთუ ისინი, ჩემი აზრით, გარეთ ბეილთან ერთად გუნდის საუკეთესო ფეხბურთელები არიან, თუმცა თამაში მაინც 11-11-ის წინააღმდეგ იქნება. ამასთან, ჯაბა კანკავას სახით ჩვენც უკვე საკმაო ხანია, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ვერ
გვეხმარება.

ბოლო თამაშები საკმაოდ კარგად ჩავატარეთ. მწვრთნელისთვის რთულია ახალ ქვეყანაში ჩასვლა, მაგრამ თავს უკვე ისე, როგოც საკუთარ სახლში ვგრძნობ. ფეხბურთელები საკმაოდ ნიჭიერები არიან და დაუღალავად ვარჯიშობენ.

ორი მატჩის შემდეგ ჯგუფიდან გასვლის შანსებზე საუბარი რთულია. შესაძლოა, ხვალინდელი მატჩი ჩვენი ბოლო შანსია ჯგუფიდან გასვლის. ვიმედოვნებ, რომ შევძლებთ 3 ქულის მოპოვებას. კარგად ვუტევთ, მაგრამ გოლები გვჭირდება...

კარგად ვაანალიზებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისტს ვეთამაშებით და იოლი შეხვედრა არ გველის. ვიცით ასევე ისტორია ამ გუნდების დაპირისპირების, მაგრამ ეს წარსულია - ყველა შეხვედრა ნულიდან იწყება.

უელსი კუთხურების დროსაც ძალიან სახიფათოა, მაგრამ ვთვლი, რომ საკმაოდ ნიჭიერი ბიჭებით დაკომპლექტებული ახალგაზრდა გუნდი გვყავს, რომელსაც შეუძლია ახალი ისტორია დაწეროს. მთავარია, ნაბიჯ-ნაბიჯ და სწორად ვიაროთ.

საბა კვერკველია მზად არის თამაშისთვის. იგი ხვალ სპეციალური დამცავი ჩაფხუტით ითამაშებს. ბოლო ორ თამაშში მარცხის მიუხედავად, ჩვენ დადებითად უნდა შევხედოთ მომავალს. ვამჩნევ, რომ გუნდში კარგი განწყობაა. აქამდ უკვე აღვნიშნე, რომ ჩვენ მუდმივად უიღბლობაზე საუბარს ვერ შევძლებთ და დროა, ქულების მოგროვება დავიწყოთ", - განაცხადა ვაისმა.
მკითხველის კომენტარები / 21 /
არაფერიც არ იქნება...... უელსი სამუშაო გამარჯვებას მოიპოვებს!! რატომ? სათამაშო ინტელექტი უფრო მაღალი აქვთ!! ვიდრე ამათ... ის და კანკავამ ხომ ითამაშა თავის გუნდში?!!
0
საქარველოს ნაკრები ეხლა უკეეს საბეჯდილასბას დოვებს ვაცადოდ ამ კაცს
irakli
14:07 09-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული